Home » მთავარი » “დიდი გამარჯვებაა, მაგრამ აუცილებელია მობილიზაცია მოხდეს”

“დიდი გამარჯვებაა, მაგრამ აუცილებელია მობილიზაცია მოხდეს”

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნას ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური და სრული მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით მობილიზაცია აუცილებელია, რათა თავიდან აიცილონ სასამართლოში კლანური მმართველობა.

„ეს არ არის დიდი გამარჯვება, ეს არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი გამარჯვების მიმართულებით გადადგმული. დღეს მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველა ჯგუფის მობილიზაცია მოხდეს იმისთვის, რომ ის კლანი, რომელიც სასამართლოშია, მან აღარ ითარეშოს სასამართლოში და მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს მათი კანდიდატურების აცილების მიზნით მიმართა.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...