Home » მთავარი » “ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს! სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო”

“ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს! სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო”

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის სკანდალს და ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტს  ეხმაურება და ამბობს, რომ უწყება მომხდარზე ზომებს მას შემდეგ მიიღებს, რაც ამ საქმეზე გამოძიება დასრულდება.

მიხეილ ბატიაშვილი მომხდარ ფაქტს გმობს და აცხადებს რომ სპორტსმენები უნდა იყვნენ ორიენტირებული ვარჯიშზე.

„ესეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. ჩვენი პოზიცია არის ასეთი. იცით რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება იმის მიხედვით უკვე ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ პოზიცია გვაქვს ერთი, სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ  რიგში ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, რომ მშვიდ გარემოში ვარჯიშობდეს, ორიენტირებული იყოს ვარჯიშზე და არ გვიხდებოდეს საუბარი კონფლიქტურ სიტუაციებზე“-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გადადგომა მოითხოვეს.

ვრცლად იხ.

http://www.gmtv.ge/53760-2/

Facebook Comments
x

Check Also

სახელმწიფო მინისტრი ახალგორის გადასასვლელი პუნქტის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს

  ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ ბოლო დღეებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და ...