Home » მთავარი » 3 500 000 ლარი – რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

3 500 000 ლარი – რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდებათ

რელიგიის სააგენტომ რელიგიური გაერთიანებებისათვის 2019 წლის ბიუჯეტი გაანაწილა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2019 წლის 22 იანვრის N1/171 რეკომენდაციით, რელიგიურ გაერთიანებებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან ამ ეტაპზე გაუნაწილა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი – შემდეგი ოდენობებით:

 

  1. საქართველოს ისლამურ თემს – 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
  2. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;
  3.  საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს – 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
  4. საქართველოს იუდეურ თემს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი.

 

2019 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით.

იხ.

http://religion.geo.gov.ge/geo/news/religiis-saagentom-religiuri-gaertianebebisatvis4

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...