Home » მთავარი » “4 თებერვალს საზოგადოებას წარვუდგენთ „ბავშვის კოდექსს“

“4 თებერვალს საზოგადოებას წარვუდგენთ „ბავშვის კოდექსს“

სოფო კილაძე:  4 თებერვალს საზოგადოებას წარვუდგენთბავშვის კოდექსს“, რომელზეც გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის ყველა სეგმენტის გათვალისწინებით
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე  „ბავშვის კოდექსის“ და სოციალურ რეფორმასთან დაკავშირებული ღონისძიებების  თაობაზე იმსჯელეს.

„მოხარულები ვართ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდს საქართველოში ჰყავს ისეთი კარგი  დიპლომატი და წარმომადგენელი, როგორიც ბატონი ღასან ხალილია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რამდენიმე  მიმართულებით. 4 თებერვალს საზოგადოებას წარვუდგენთ „ბავშვის კოდექსს“, რომელზეც  ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების უზრუნველყოფის ყველა სეგმენტის გათვალისწინებით. იმისათვის, რომ მომავალში გვქონდეს ძლიერი საზოგადოება, სწორედ ბავშვებზე ზრუნვით უნდა დავიწყოთ და  საფუძველი ჩავუყაროთ მათ სათანადო დაცვას. სწორედ ამ მიზანს  ემსახურება „ბავშვის კოდექსი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე ინფორმაციით,  არის კიდევ ბევრი საკითხი, რომელთან მიმართებითაც კომიტეტი გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს.

„დღეს, ასევე, ვისაუბრეთ  იმ ღონისძიების თაობაზე, რომელსაც სოციალური მუშაობის რეფორმასთან დაკავშირებით ერთად ვაკეთებთ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ეს იქნება ქართული რეფორმების შესახებ ინფორმაცის გატანა საზღვარგარეთ, თუ რას ვაკეთებთ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფისთვის“ , – აღნიშნა სოფო კილაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა

შეწყალების მორატორიუმის საკითხზე განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პარლამენტი სამუშაო ჯგუფს ...