Home » მთავარი » „როგორ რეაქცია ექნებოდა საქართველოს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არძინბას ძეგლს დადგამდა?“

„როგორ რეაქცია ექნებოდა საქართველოს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც არძინბას ძეგლს დადგამდა?“

kavkazplus.com ვრცელი სტატიით ეხმიანება 20 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, დაბა ბუგეშანში მიხეილ ავაგიანის ძეგლის გახსნას.

-„როგორ რეაქცია ექნებოდა ქართულ მხარეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც მის ტერიტორიაზე არძინბას ძეგლს დადგამდა? რა თქმა უნდა ეს სულში ჩაფურთხებად აღიქმებოდა! როგორი რეაქცია ექნებოდა თუ იმ ადამიანების ძეგლს დადგამდნენ მეზობელ ქვეყანაში, აფხაზეთის ომში ქართულ მოსახლეობას რომ ხოცავდა?

საქმე ეხება 20 იანვარს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სომეხი სეპარატისტის და ტერორისტის მიხეილ ავაგიანის ძეგლის გახსნას. ის არის ყარაბახში აზერბაიჯანელი მოსახლეობის გენოციდის მონაწილე! ძეგლის გახსნის დღეც არ იყო შემთხვევით შერჩეული-20 იანვარი აზერბაიჯანში გლოვის დღეა, გახსოვთ ალბათ, რომ 1990 წელს, მოკლული იქნა 134 მშვიდობიანი მოქალაქე, 700 ადამიანი კი დაიჭრა“-წერს გამოცემა.

ვრცლად იხ.

https://kavkazplus.com/news.php?id=23535&fbclid=IwAR0oJVmEYwqvTRmhWAcvyndvSMt33V30bqnXKNaItprs-KUhuP8WWQpN43I#.XEmCB1UzbIX

არსებული ინფორმაციით, ძეგლის გახსნას ესწრებოდა ახალქალაქის მერი, საკრებულოს წარმომადგენელი და პარლამენტის დეპუტატები – ენძელ მკოიანი და სამველ მანუკიანი. სომხეთის მხარეს კი წარმოადგენდა სასომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.

ამ ინფორმაციას უკვე მოჰყვა ქართული საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება.

-განგაშია ასატეხი!

სასწრაფოდ უნდა დადგეს ეს საკითხი პარლამენტის წინაშე!

დაუყოვნებლივ უნდა ჩაერიოს ხელისუფლებაც და საზოგადოებაც!

დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი! -ასეთი გამოხმაურებები გაჩნდა სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

Facebook Comments
x

Check Also

მწვერვალზე, საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა

შსს განცხადებას ავრცელებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ...