Home » მე, მოქალაქე » „სიკვდილის გზა“! – ვინ აგებს პასუხს???

„სიკვდილის გზა“! – ვინ აგებს პასუხს???

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

ნინო გოგოლაშვილი

 

ფოტოზე ხედავთ ე.წ “აბრეშუმის გზის” მონაკვეთს, ეს  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ვაქირის მონაკვეთია.

ცენტრალურ მაგისტრალზე სადაც უშველებელი “ტრაილერები” მოძრაობს და ისეთი ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზებია ორი მანქანა ვაებით თუ დასცდება ერთმაბეთს, ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის გზას, არ გააჩნია სანიაღვრეები, გზის იმ მონაკცეთზე სადაც არსებობდა ოდესღაც ისიც ამოვსებულია და მთიდან მოვარდნილი ღვარი პირდაპირ ასფალტზე იყინება.

იქმნება დილის საათებში საავარიო სიტუაცები…ველოდებით 12 საათზს, რომ ცოტა მაინც გადნეს ყინული და შევძლოთ გადაადგილება.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა განფენილია ცივ გომბორის ქედზე, შესაბამინისად სოფლის გები არის ვიწრო და მიხვეულ მოხვეული, მდგომარეობას მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება რომ აქ გადის ქვეყნისტვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მაგისტრალი „აბრეშუმის გზა“. მოძრაობს უშველებელი სატვირთოები, რომელიც ვერ ეტევა ვიწრო გზებზე და მოსახევევსში იქმნება საავარიო სიტუაციები, ეს ცალკე საკითხია და ამ ისედაც მძიმე მდგომარეობას ემატება გაუწმენდავი სანიაღვრეები რომელიც ამოვსებულია მიწით და თითმის გადასწორებულია, ვერ ატარებს ნიაღვარს, ეს სოფლები მარაგდება მოძველებული 50-იანი წლების ზედაპირული წყლის მაგისტრალებით რომლიდანაც წყალი უხვად იღვრება, სანიაღვრეების არ არსებობის გამო ეს წყალი პირდაპირ ასფალტზე იყინება და იქმნება ავარიის საშიშროება, მე თვითონაც მოვხვდი ასეთ სიტუაციაში რამდენიმე დღის წინ, რამაც გადამაწყვეტნინა უკვე ხმამაღლა გამეცხადებინა ეს ამბავი.

დავუკავშირდი  საავტომობილო გზების დეპარტამენტს და აი რა პასუხი გამცეს:

„ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგესალმებით, აღნიშნული სამუშაოები გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში ჩატარდება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში“

მაშინ როდესაც ყოველ წუთში შეიძლება მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა და უფლებამოსილი ორგანო ასეთ პასუხს უწერს მოქალაქეს, ეს არის როგორც მინიმუმ, თანამდებობრივი გულგრილობა.

ეს პრობლემა სულ იდგა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს, მით უფრო სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე  სოფელ ვაქირის   მკვიდრია და ყოველდღე უწევს ამ გზის გავლა, ნუთუ არ აწუხებს ?  ყოველი ყინვიანი ღამე დიდი საფრთხეა ჩვენთვის, ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ “ტრაილერის” ქვეშ… ვინ აგებს პასუხს? ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე დაუცველ გარემოში, საჯარო მოხელეების რაოდენობა 1 მილიონს აღწევს როგორ შეიძლება ასეთი გულგრილი და უპასუხისმგებლო იყოს ყველა.

მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლად მოგვარდეს ეს პრობლემა. და იზრუნონ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ნაგავსაყრელად ქცეული სანიაღვრეეების გაწმენდას ასეთი დიდი რესურსი არ სჭირდება, რომ ამხელა პრობლემად არის ქცეული!

მე, მოქალაქე, აღარ ვაპირებ დარღვევებზე გაჩუმებას!

მოგვწერეთ თქვენც !

Comments

comments

x

Check Also

„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

საჯარო რეესტრმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალიას დანიშვნა  დაადასტურა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ იქნა ...