Home » მთავარი » „ჩვენ ვენესუელას რევოლუციის ლეგიტიმაციის ორიგინალურ ფორმაზე უნდა ვიფიქროთ“

„ჩვენ ვენესუელას რევოლუციის ლეგიტიმაციის ორიგინალურ ფორმაზე უნდა ვიფიქროთ“

როგორც საზოგადოებამ უკვე იცის, 23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა.

ვენესუელაში შექმნილ მდგომარეობას სოსო მანჯავიძე ეხმიანება.

– ალბათ ხედავთ რა ხდება ვენესუელაში.
არც ომი ყოფილა და რამე სტიქიური უბედურება.
სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები,რომლებმაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანეს.

როგორც ხშირად ხდება,ერთი “ქარიზმატული” ლიდერის გაფუჭებული საქმე მისი ეპიგონის კისერზე გადადის.
მასები,რომლებსაც მომხდარის მიზეზები არ აინტერესებთ,მხოლოდ აწმყოთი მსჯელობენ.

ლიდერის ქარიზმა და მისდამი თაყვანისცემა, ემოციური აღტყინება,მტრის ხატი და ურაპატრიოტული ემოციები ამრუდებს აღქმას და ნებისმიერი სისაძაგლის გამართლების საშუალებას იძლევა.
უგო ჩავესმა მემკვიდრედ ავტობუსის მძღოლი ნიკოლას მადურო დანიშნა,ეტყობა, ადრიანო ჩელენტანო მოსწონდა “ავტობუსის მძღოლში” ბარნაბას რომ თამაშობს.

ნიკოლას მადურო ხშირად იმეორებდა ხოლმე,რომ უგო ჩავესის სული მას ჩიტის სახით ევლინება.
ამ ჩიტმა ,ალბათ, მადუროს არ უთხრა,რომ ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგით, ეკონომიკური კოლაფსის პირობებში და აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე, რევოლუციას ვერ გადაურჩება.
არა მგონია,რუსეთმა და თურქეთმა რაიმე არსებითი დახმარება გაუწიონ გაკოტრებულ რეჟიმს.
ჩვენ ამ რევოლუციის ლეგიტიმაციის ახლებურ და ორიგინალურ ფორმაზე უნდა ვიფიქროთ.
ადამიანმა მოედანზე თავი პრეზიდენტად გამოაცხადა და ის იმავე დღეს ცნო ლათინური ამერიკის სახელმწიფოთა დიდმა უმრავლესობამ, აშშ-მ და კანადამ.

ეს პრეცენდენტი მეტად ცუდ აზრებს აღძრავს ჩემში,ვინაიდან არც ჩვენ გამოვირჩევით სახელმწიფოს მართვის ხელოვნებით და არც უკიდურესად უკმაყოფილო ადამიანების ნაკლებობა გვაქვს.

არც ადრიანო ჩელენტანოს გმირის ანალოგები გვაკლიან ხელისუფლებაში.

არ მჯერა,მაგრამ იქნებ გაითვალისწინოს ეს ვინმემ,მითუმეტეს,რომ გაავებულმა რუსებმა ეს პრეცედენტი თავის “რბილ მზისწნულში” შეიძლება გამოიყენონ,რითიც ღიად იმუქრებიან ეთერებიდან”-ამბობს მანჯავიძე.

ცნობისთვის, ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ამ დროისთვის უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ,  ეკვადორმა.

ნ იკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ.

Facebook Comments
x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...