Home » მთავარი » დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებს აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს აფრთხილებს, რომ წითელას ვაქცინაზე არ აიცრან, რადგან გრიპის ვაქცინისგან განსხვავებით, წითელაზე აცრა ორსულებისთვის არ შეიძლება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო მონაცემებით, ერთ კვირაში წითელაზე ვაქცინა 22 ათასმა ადამიანმა გაიკეთა.

-კატეგორიულად არ შეიძლება წითელას ვაქცინის გაკეთება ორსულებისთვის! გრიპის საწინააღმდეგო აცრები კი დასაშვებია და აუცილებელია, რადგან ორსულები ყველაზე მაღალ რისკჯგუფს წარმოადგენენ. ხაზს ვუსვამ, რომ არ შეიძლება ორსულის წითელას საწინააღმდეგო აცრა” – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...