Home » კულტურა » “მას დედოფალი სიცილის ერქვა, უხანგრძლივებდა ყველას სიცოცხლეს!” (ვიდეო)

“მას დედოფალი სიცილის ერქვა, უხანგრძლივებდა ყველას სიცოცხლეს!” (ვიდეო)

დღეს ყველასთვის საყვარელი და ახლობელი მზია კვირიკაშვილის დაბადების დღეა!

-“ნინოობას დავიბადე და მზია დამარქვესო…” – ხშირად კურიოზად ყვებოდა თურმე.

სიცილის დედოფალი მზია კვირიკაშვილი. მის სახელს და გვარს არანაირი ეპითეტის დამატება არ უნდა-ყველა იცნობდა, ყველას უყვარდა და ისიც სიყვარულს გასცემდა.

მზია კვირიკაშვილის ხსენება და საკონცერტო დარბაზი ტაშით ინგრეოდა…ის წავიდა და დატოვა სახელი, რომელიც მუდამ ემახსოვრება საზოგადოებას.

მზია კვირიკაშვილს

ჩვენთვის იცხოვრა… მიჰყვა დინებას,
თავზე მზის სხივთა ედგა კრებული,
ისეთს იტყოდა – გაგაცინებდა,
რჩებოდი დიდხანს გაღიმებული.
თუმცა უდროოდ წავიდა ჩვენგან,
სამარადჟამოდ ერში იცოცხლებს,
მას დედოფალი სიცილის ერქვა,
უხანგრძლივებდა ყველას სიცოცხლეს.

ოთარ რურუა

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...