Home » მთავარი » ჩვენი მიზანია სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება

ჩვენი მიზანია სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება

„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ჯგუფი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობს. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რთული კონტექსტის მიუხედავად, განხილვა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართება.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ იმ პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან და არჩევასთან და ამას დაეთმობა მთლიანად, დღევანდელი შეხვედრა. მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

განხილვის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს შეახსენა, რომ ამ ფორმატში არაერთი შეხვედრა დაეთმო დისციპლინური წარმოების საკითხების განხილვას და დოკუმენტის შემუშავება სრული კონსესუსით მოხერხდა. მისივე თქმით, დარჩა გარკვეული საკითხები, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, ხოლო რაც შეეხება დისციპლინურ დევნის საფუძვლებსა და სხვა საკითხებს- ეს უკვე სრულადაა ასახული კანონპროექტში.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments