Home » მთავარი » სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობას ახალი წარმომადგენელი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობას ახალი წარმომადგენელი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელძღვანელად რეზო ქობალია დაინიშნა

რეზო ქობალია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლებს დღეს ოფიცილურად წარუდგინა. მან ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც სტრუქტურას 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

რეზო ქობალია ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა და 1993 წლამდე ოჩამჩირის რაიონში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს უფროსი. 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მუშაობდა.

დღესვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ალექსანდრე მოწერელიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელ რეზო ქობალიას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე და დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მიქავა ესწრებოდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...