Home » მთავარი » “საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ შანტაჟის საკითხებს”

“საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დავუსვათ შანტაჟის საკითხებს”

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სოციალურ ქსელში, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება.

„ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ჭიჭინაძესთან და სხვა პირებთანაც. შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ჩვენც ჩვენი მხრივ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ კონკრეტულ ადამიანებს ან იგივე კონსულტაცია გავუწიოთ მათ მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ რეაგირება იქნება მყისიერი. ჩვენ რაღაცნაირად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ აი ამ შანტაჟის საკითხებს. იმიტომ, რომ ვიცით ყველამ ძალიან კარგად რომ ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოება არის მსხვერპლის მხარეს, ვინც არ უნდა იყოს ის. სახლებს და გვარებს მნიშვნელობა აბსოლუტურად არ აქვს და ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მას ვინც ცდილობს პირადი ცხოვრებით შანტაჟი განახორციელოს,“-განაცხადა თამარ ქალდანმა.

თავად ეკა ბესელიან კი განაცხადა, რომ “წითელი ხაზი გადაკვეთილია”.

Facebook Comments
x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...