Home » მთავარი » „არ გამოვა, ბესელია, მსხვერპლად თავის გასაღება! უნიჭოდ დადგმული ჭორია!..“

„არ გამოვა, ბესელია, მსხვერპლად თავის გასაღება! უნიჭოდ დადგმული ჭორია!..“

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი ეკა ბესელიას ღია წერილს

იხ.

http://www.gmtv.ge/54098-2/

ეხმიანება და საჯარო მიმართვას ავრცელებს:

-„რა კადრები, რის კადრები, ერთი ადამიანის მეტი რომ არაა მოწმე ?
რამოდენიმე წლის წინ როდესაც ატყდა ფარული ჩანაწერების ომი მაშინ შსს-მ განცხადება გააკეთა რომ მიწერეს Google- ს Facebook- ს YouTube -ს და სასწრაფო წესით მოხდა აღება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ხოდა ეხლა არც შსს იყო მაგ კადრების მნახველი და არც არავინ ერთი ორი ადამიანის გარდა რაც ჩემთვის დაუჯერებელია .

ნებისმიერი ადამიანი გაანალიზების შემდეგ მიხვდება რომ ეს ჭორია და არა ფაქტი რაც ემსახურება ეკა ბესელიას მსხვერპლის როლში გამოყვანას .

შეგახსენებთ რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მხარემ და არა ნეიტრალურმა ადამიანმა და მეტად საინტერესო ის იყო რომ ირიბად ხდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და ეკა ბესელიას დაპირისპირების ტირაჟირება .

საბედნიეროდ დღეს გვყვავს ძალოვან სისტემაში ისეთი მმართველები რომლებისთვისაც მიუღებელია მსგავსი შანტაჟის ენით საუბარი და აქედან გამომდინარე კარგავს აქტუალობას ის ფაქტი რომ ხელს აღნიშნულ ჭორთან დაკავშირებით იშვერენ ხელისუფლების მიმართ.

აღნიშნული ჭორი ემსახურება პარლამენტის თავმჯდომარის და ეკა ბესელიას მიმართ სიტუაციის გამწვავებას და ეს მავანს უნიჭოდ გამოუვიდა .

შსს ს ტყუილად სთხოვთ იმ საქმის გამოძიებას რაც ბუნებაში არ მომხდარა რადგან არსებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე ვერანაირი ფაქტით ვერ მტკიცდება .

რაც შეეხება სოციალურ ქსელს თითქმის 99% მაქვს ათვისებული და თუ რაიმე მსგავსი ფაქტი იქნებოდა აუცილებლად ვიქნებოდი ერთ -ერთი პირველი, ვინც მაგ კადრს ნახავდა, რადგან აქტიურად ვადევნებ თვალს ყველანაირ სიახლეს მაგრამ რაც ბუნებაში ვერ იქნებოდა იმას, ვერც მე ვნახავდი .

P.S. არ გამოვა, ბესელია, მსხვერპლად თავის გასაღება!..“

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...