Home » მთავარი » „ჩვენთვის მთავარი აქტივი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ადამიანებია…”

„ჩვენთვის მთავარი აქტივი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ადამიანებია…”

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობის პრიორიტეტი ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაა.

-„ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, მთავარი აქტივი გახლავთ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ადამიანები. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას, მაგრამ ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მასშტაბურ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ განათლების სექტორში და ვერგავხდით მას დომინანტს მთელს ეკონომიკაში.

როდესაც ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთადერთი ურყევი წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად შევაგანვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 10-11%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი განათლების სექტორისთვის, როგორც საჯარო, ასე კერძო სექტორის მხრიდან. სწორედ ეს მოგვიტანს იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი”- განაცახდა პრემიერმა.

Facebook Comments
x

Check Also

ქართული ოცნების წევრი ფეისბუქზე ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს აგინებს

მარიამ ახალკაცი თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ...