Home » მთავარი » “საკუთარ ინტიმურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან და სხვისი შურთ და ბოღმისგან სკდებიან!..”

“საკუთარ ინტიმურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან და სხვისი შურთ და ბოღმისგან სკდებიან!..”

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას, საპარლამენტო უმრავლესობი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

“არ ვიცი ვინაა ამ ბოროტების ჩამდენი, მაგრამ სრულიად ვუერთდები კატეგორიულ მოთხოვნას გამოძიების სასწრაფოდ ჩატარების და კონკრეტული დამნაშავის დადგენის თაობაზე. ამ ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით ბრძოლა ადამიანების წინააღგმდეგ სამუდამოდ უნდა აიკრძალოს და გახდეს შეუძლებელი. ასე რომ, სასწრაფოდ კონკრეტული დამნაშავის დადგენა და მისი პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს. თუ ასე არ მოხდება, აი, მაშინ მართლა გაფრთხილდით!!! პირადი ცხოვრების ფარული გადაღება, გავრცელება, შანტაჟი დანაშაულია, ყველამ ვიცით, მაგრამ სხვისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებაც, ჭუჭრუტანაში ჭვრიტინი, არასრულფასოვანი ადამიანების ავადმყოფური თვისებაა, იმ ადამიანების, ვინც საკუთარ ინტიმურ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან და ამიტომ სხვისი შურთ და ბოღმისგან სკდებიან. ასეა, ასე!!!! 

მოკლედ, ჯერ გამოძიების შედეგები სასწრაფოდ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ!!!”

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...