Home » თქვენი სათქმელი » “საატესტატო და უნარების გამოცდის აუცილებლობის გაუქმება ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა…”

“საატესტატო და უნარების გამოცდის აუცილებლობის გაუქმება ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა…”

განათლების სისტემაში სიახლეებმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

რუბრიკა – „თქვენი სათქმელის“ სტუმარია სამოქალაქო აქტივისტი გიორგი აბესაძე.

-საატესტატო და უნარების გამოცდის სავალდებულოობის გაუქმება არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტულება, რაც ბოლო დროს ამ სისტემაში მომხდარა. ასევე (ძალიან მალე) გასაუქმებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა და ერთიანი სასწავლო პროგრამები ნახევარი მილიონი ბავშვისთვის.

ზოგადად გვჭირდება სკოლების, საგანმანათლებლო დაწებულებების რაც შეიძლება მეტი დეცენტრალიზაცია და ინდივიდუალური მიდგომის დანერგვა.

რატომ:

ბუნებაში ვერ იარსებებს ერთი რომელიმე ჩარჩო/კრიტერიუმი რომელიც ნახევარი მილიონი (რიცხვებში 500,000) მოსწავლის ცოდნის დონის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას მოგცემს.
ბუნებაში ვერ იარსებებს ერთი რომელიმე ტექსტი, მოთხრობა, ნაწარმები (ვაჟა, ილია, აკაკი), მათემატიკის ან ქიმიმა ფიზიკის ფორმულა, რომლის სწავლა აუცილებელია 500,000 ბავშვისთვის.

სკოლის მიზანი არის ბავშვს მისცეს, წერის, კითხვის, კრიტიკული აზროვნების, მათემატიკური აზროვნების, ანალიზის, გადმოცემის, სწავლის სწავლის, უნარები და არა კერძოდ სტუმარ-მასპინძლის ანალიზის უნარი.

რას ვგულისხომობთ როცა ვამბობთ, რომ სისტემა (მიდგომა) არის ძველი და შესაცვლელი:

ზოგადად მსოფლიოში განათლების სიტემები შეიქმნა 19 საუკუნეში (გელათი და იყალთო სისტემის ნაწილები არ ყოფილა🙂) და ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინრუსტრიალიზაციასთან. ანუ, უშვებდა სამუშაო ძალას ფაბრკია-ქარხნებისთვის. მთავრობამ და ბიზნესმა იცოდნენ, რომ სჭირდებოდათ მკერავები, ინჟინრები, ა.შ. და შესაბამისად ხდობოდა ამ დარგში მილიონობით კადრის მომზადება. როგორც ქარხანა აწარმოებდა სკამს – ისე უნივერსიტეტი უშვედა მკერავს.
არ იყოს საჭირო გამორჩეულობა. იყო კადრების კონვეირული წარმება, სადაც გამორჩეული იბრაკებოდა.
და დღვანდელ განათლების სისტემაშიც ეს პრინციპი მუშაობს, არაფერი შეცვილია აქ.

ეხლანდელ მსოფლიოში ასე აღარ ხდება. წარმოუდგენელი სისწრაფით ჩნდება ახალი პროფესიები და ქრება ძველები (2050 წლისთვის დღევანდელი პროფესიების დაახ 40-50% გაქრება), ადამიანები ქნმიან პროფესიებს და არა პირიქით – პროფესიები ადამიანებს. არავის აქვს წარმოდგენა როგორი იქნება შრომის ბაზარი 20 წელში.
ამიტომ ვეფხისტყაოსნიდან საზეპირო და კათტების კვადრატის ჯამი შეიძლება აღარ იყოს რელევანტური თვითდამკვიდრების ანდა თვითრეალიზებისთვის.

ამიტომ, ჩემთვის წარმოუდგენელია გინდოდეს შენი შვილი იყოს კიდევ ერთი აგური იმ კედელში რომელიც იცი, რომ დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაინგრევა.

დეცენტრალიზებული მიდგომა არის ერთადერთი სწორი გზა განათლებაში, სხვანაირად ვერ ავცდებით კონვეიერს. იქნება რისკებიც და საფრთხეებიც, მარა ამ კონვეიერს ყველაფერი ჯობია

 

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...