Home » მთავარი » გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები – ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდება

გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები – ინიციატივა პარლამენტში დარეგისტრირდება

მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივა პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება.

სპეციალური ბლანკების მიღების შემდეგ კი პარტიების წევრები რეგიონებსა და დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.

ოპოზიცია გეგმავს, რომ ყველა ქალაქსა და სოფელში ხალხს აუხსნას რატომ არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა.

ყველა პოლიტიკური პარტია, “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” გარდა თანხმდება, რომ ეს კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ინიციატივას მხარდამჭერები “ქართულ ოცნებაშიც” გამოუჩნდება, რადგან ამას ეთანხმება სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობაც.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ

ვრცლად

http://www.gmtv.ge/54149-2/

Facebook Comments
x

Check Also

“ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საოკუპაციო ძალამ გავლენების გაზრდა სცადოს!..”

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, ...