Home » მთავარი » აუდიტის სამსახურმა ჭიდაობის ფედერაციაში აღმოჩენილი დარღვევები პროკურატურას გადაუგზავნა

აუდიტის სამსახურმა ჭიდაობის ფედერაციაში აღმოჩენილი დარღვევები პროკურატურას გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ფედერაციის მუშაობაში დინანსური დარღვევები აღმოაჩინა.

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია შესაბამისი ანგარიში.

იხ.

https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2018/chidaobis%20erovnuli%20pederaciis%20auditis%20angarishi.pdf

დასკვნაში ნათქვამია, რომ 2016-17 წლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული შეჯიბრების სატრანსპორტო ხარჯებისთვის გამოყოფილი 32,338 ლარიდან 28,987 ლარი ფედერაციის პრეზიდენტის შვილის ანგარიშზე გადაირიცხა.

დასკვნაშივე წერია, რომ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები არ არის შედგენილი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და დოკუმენტურად არ არის განსაზღვრული რა სამუშაოებს ასრულებს ფედერაციაში დასაქმებული რამდენიმე პირი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხარჯებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართა.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...