Home » მთავარი » თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყო

თბილისის ოთხ საჯარო ბაგა-ბაღში ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. სათამაშო მოედნები N52, N107, N71 და N58 ბაგა-ბაღებში მოეწყო. აქედან სამი ბაგა-ბაღის ეზოში მოშლილი და დაზიანებული იყო ინვენტარი, ხოლო ერთ ბაღს სათამაშო მოედანი არასოდეს ჰქონია.

ბაგა-ბაღების ეზოებში მოეწყო დეკორატიული ბილიკები, ატრაქციონები, კაუჩუკის საფარის მოედნები, საპარკო სკამები და ურნები. N71 ბაგა-ბაღში სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოეწყო გარე განათების სისტემაც.

აღნიშნული სამუშაოები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...