Home » თქვენი სათქმელი » „ქვეყანა უმართავია! დაყოფილია ფენებად, სამწუხაროდ წლების მოვლენების ანალიზი არ მომხდარა!..“

„ქვეყანა უმართავია! დაყოფილია ფენებად, სამწუხაროდ წლების მოვლენების ანალიზი არ მომხდარა!..“

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

დარინა ლომინაძე

„მსოფლიო ქალთა ტელე-კონგრესი“

-სათქმელი ძალიან ბევრია, განსაკუთრებით დღეს, რადგან შესაცვლელი და გამოსასწორებელი ბევრია. საიდან შეიძლება დავიწყო? თითქმის ყველა თემა აუცილებელია და პირველი. მოსახლეობა კარგად ათვითცნობიერებს შექმნილი ვითარების შედეგს. ქვეყანა უმართავია! დაყოფილია ფენებად, არ შეიძლება მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს ეკუთვნოდეს ფულის დამთვლელი მანქანა. ასეთ განვითარებად, პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, არ უნდა ჰყავდეს სოციალურად დაუცველები, უსახლკაროები, (როდესაც ხეე ბი იკაფება კორპუსების ასაშენებლად და უამრავი შენობები სოკოებივით მრავლდება) საქართველოს არ უნდა ჰყავდეს ამდენი უმუშევარი.

არ გიჩნდებათ კითხვა – 80 -იან წლებში როგორ ცხოვრობდა და არსებობდა ხალხი, როცა დღევანდელზე მეტი მოსახლე აღირიცხებოდა და როგორ აიძულებდა ხელისუფლება ყველა დასაქმებულიყო? “ბირჟავიკსაც” კი აიძულებდნენ მუშაობას და დღეს? დღემდე რა ხდება?

შექმნილი ვითარების არსი მომდინარეობს 1991 წლიდან. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა – “რაღა დროის 90-იანი წლების გახსენებაა, როდესაც ქვეყანა თავზე გვენგრევო”, სწორედაც, რომ იქიდან უნდა გავაკეთოდ დღევანდლამდე ანალიზი.

(თუმცა, გააჩნია ვისთვის?) 1991 წლის დასაწყისში, საქართველოს შემნახველ ბანკში არსებული ფულადი სახსრები სსრკ სახელმწიფო ბანკის ანგარიშზე აღმოჩნდა. ბანკის აქტივები ფაქტიურად ფულადი მასის უზრუნველყოფის გარეშე დარჩა. ამას მოსკოვიდან კურირებდა შევარდნაძე. 1992 წელს მისი დაბრუნების შემდეგ მოხდა აღნიშნული ფინანსური რესურსების მობილიზება- გათეთრება. სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 22 ივლისის N 124 ბრძანების თანახმად, მოსახლეობის ანაბარზე შეტანილი თანხები ერთ წელიწადში უნდა გაორმაგებულიყო. მოსახლეობის უმრავლესობამ დაიჯერა სახელმწიფოს მიერ გაცემული და საკანონმდებლო ნორმებით გამყარებული პირობა და ანაბარი მიანდო სახელმწიფოს.

1992 წლებში მოხდა ნაღდი ფულადი ტრანსპორტირება სახმელეთო და საჰაერო გზით რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი იყო შევარდნაზე და მისი ნდობით აღჭურვილი ვიწრო გარემოცვა. (თითქმის ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია). ამ თანხებით მოხდა უდიდესი სამრეწველო – საწარმოების შეძენა რუსეთში.

1993 წ. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, დაიწყო თითქოს დაა უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციიდან კაპიტალის შემოდინება. 1992-93 წლებში ეროვნული ბანკიდან საკრედიტო რესურსების დიდი ოდენობით გამოტანასა და მითვისებაში უზარმაზარი წვლილი მივუძღვის ე.წ. “ერთჯერად კერძო ბანკებს”, რომელიც იქმნებოდა კრედიტის ასაღებად და ლიკვიდაციას ახდენდნენ კრედიტის აღებისთანავე. ამ პერიოდისათვის სულ რეგისტრირებულია 87 ასეთი კომერციული სუბიექტი. აგრეთვე შეიქმნა მსხვილი კომერციული ბანკები, “თიბისი ბანკი”, 1994 წლის 21 ოქტომბერს სსრკ ბინსოცბანკის ბაზაზე – “საქართველოს ბანკი”, (შემნახველი ბანკები, ექსიმბანკი, ინდუსტრია ბანკი), “ტაოპრივატ ბანკი”, სსრკ აგრომრეწვ ბანკის ბაზაზე -” სახალხო ბანკი”, 2005 წლიდან “გაერთიანებული ქართული ბანკი” გარდაიქმნა “VTB” (ვნეშტორ ბანკად). აგრეტვე რამდენიმე ბანკებად, რომელთა ჩამოთვლაზეც თავს შევიკავებ. რომ არ მომხდარიყო ქვეყანაში საბრუნავი პროდუქტის შექმნა, ქვეყნის სამეცნიერო-სამრეწველო და სხვა პოტენციალის აღმავლობა და განვითარება. ამ სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო “საქართველოს მოქალაქეთა კავშირი”-ს შექმნით. მოქალაქეთა კავშირის ახალმა და ძველმა თაობამ, საშუალო თაობა უფუნქციოდ დატოვა. საფინანსო-სამრეწველო სხვა განვითარება ლიკვიდურობის (მსყიდველობითი უნარი) მოსპობის მიზნით მოახდინეს მრავალი საწარმო და ფაბრიკა-ქარხნების ხელოვნურად გაკოტრება და მათი ჯართად გაყიდვა.

1992 წელს შემოღებული კუპონით, რომლის კურსი იყო 1 მანეთი -1 კუპონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1 მილიონი -1 რუბლი, მთლიანად მოშალეს ქვეყნის სახელმწიფოებრივი საფუძველი. უმუშევრად დარჩენილმა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უცხოეთს მიაშურა. აქ დარჩენილმა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი, ქონება ბანკებსა და მათ მიერ გამოჩეკილ ფინანსურ- მაქინატორთა ჯგუფს დებეტად ჩაუდეს უზრუნველყოფაში.

შემდეგ იყო ვაუჩერიზაცია, პრივატიზაცია, ბანკები და მოსახლეობა დაჰყვეს სამ ნაწილად, “ჩემი” , “შენი” და “სხვისი”. “ჩემი” ბანკები ვითომ და ხელოვნურად გააკოტრეს, აქციონერების და მეანაბრეების გასტუმრება მოხდა მოსკოვიდან კარგად ცნობილი რამოდენიმე ბანკებით. ამ ყველაფერს გადააყოლეს რამოდენიმე პირი , ერთ-ერთი იყო დემურ დვალიშვილი. დაამთავრეს ქვეყნის დაქცევა – “პრიხვატიზაცია”.

1996 წლის დასაწყისში შემოვიდა ეროვნული ვალიუტა – ლარი. იმის მაგივრად, რომ ბანკებს განეხორციელებინათ თავიანთი ფუნქციები, კერძოდ ქვეყნის ფინანსური და ეკონომიური ბაზის შექმნა- განვითარება, ხელი მიჰყვეს ბანკებისათვის მიუღებელ ფორმას, მევახშეობა,ლომბარდი, გადამცვლელი პუნქტების, კერძო იპოთეკას, მიკრო საფინანსო ორგანიზაციებს. ამან გამოიწვია მოსახლეობის 90% ფინანსური დამოკიდებულება სამთავრობო რეჟიმის წინაშე. მიმაჩნია, რომ 1992 წლიდან ჩამოყალიბებული კლეპტოკრატიული-მაფიოზური მმართველობითი კლანური სისტემის მიერ მოსახლეობის ძარცის ფორმა დღემდე გრძელდება.

რომ დავუბრუნდეთ დღევანდელობას, აუცილებლად გასათვალისწინებელია დღევანდელი მეანაბრეთა ბედი, რათა მსგავს “გაკოტრებულთა” სიაში არ აღმოჩნდნენ“.

 

Facebook Comments
x

Check Also

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ისევ ცდილობენ

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ, მაგრამ პოლიცია არ აძლევს მათ ამის საშუალებას, -სირცხვილი – სკანდირებენ ...