Home » მთავარი » „თუ ათასობით ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი!“

„თუ ათასობით ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი!“

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე 17 პირის დაკავებას „გირჩის“ ლიდერი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, დაკავებულებს შორის „გირჩის“ წევრებიც არიან. აბაშიძე ამბობს, რომ ყველაფერი, რაც ხდება შერჩევით ხასიათს ატარებს.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, მთავარია, დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ვიდეოფაილი ატვირთა და ვისაც პოლიტიკური მიზანი ჰქონდა.

„ჩემი აზრით, ეგ არის სისულელე. დასასჯელია ადამიანი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა. მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკი და სისულელე ყრია. გასაგებია, ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს ეს საქციელი, ჩემი აზრით ამორალურია. მაგრამ ჩვენ თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი. თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდემასალის გავრცელების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დღეს 9 მათგანს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ.

პროკურატურა 6 დაკავებულისთვის 3 ათასლარიან გირაოს ითხოვენ, დანარჩენი სამის შემთხვევაში კი ბრალდების მხარე პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს. პროკურორის თქმით, გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ, სოციალური ქსელის ინბოქსში ჩაუგდეს, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავთ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილი კი სოციალური ქსელში ინახავდა და მასობრივად ავრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...