Home » მთავარი » “ჩემი ამოცანა არ არის, გაუბედურდნენ ოჯახები, გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი!..“

“ჩემი ამოცანა არ არის, გაუბედურდნენ ოჯახები, გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი!..“

“არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს“

ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საკითხზე დაკავებას ეხმიანება და ამბობს:

-ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადაო არ არის. ეს განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. ახლა საუბარია, ვინ დაგეგმა. ვინ არის დირიჟორი ამ უკანონო კამპანიისა და მორალური ტერორის, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან დღეს იმ ბრალდებით, რომ ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში, შეიძლება, იქ შემთხვევითაც ვიღაცები მოხვდნენ.

ჩემი ამოცანა არ არის, გაუბედურდნენ ოჯახები, ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები. არ მინდა, ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს. კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამინების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში. მაგრამ პრინციპულია, გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების, ვინ რა მიზნით გააკეთა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ამ საკითხს დღის წესრიგიდან არ მოვხსნი. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს საკითხი დაადგინოს. ვაცადოთ გამოძიებას”

 

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ჯაჭვლიანმა “ოცნება” დატოვა – ზონდერ ბრიგადის წევრი ვერასოდეს ვიქნები!

ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ...