Home » ეკონომიკა » საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი წინანდალში

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი წინანდალში

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია  წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა. კონკურსში გამარჯვებულ კომპანებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ (http://www.gwa.ge/?17/623/&lan=ge).

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიმართა. მინისტრის განცხადებით, საფერავის საერთაშორისო კონკურსის მიზანია საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული  მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისი. საფერავი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქართულ მეღვინეობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საფერავი გახდება ლიდერი ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე. სწორედ ამ ჯიშის და მისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაცია არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაშიც საფერავის საერთაშორისო კონკურსი დიდ წვლილს შეიტანს“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონკურსის ფარგლებში მინისტრმა დამსახურებული მეღვინეები დააჯილდოვა. წელს ეს წოდება  მერაბ მიქაშავიძემ, თეიმურაზ გონჯილაშვილმა, დავით მაისურაძემ, გიორგი დაქიშვილმა და დავით მაღრაძემ მიიღეს.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი,  ალავერდის მიტროპოლიტი აბბა დავითი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა  და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გასული წლის 15-16 დეკემბერს თბილისში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობას  ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ. გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსზე 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.

კონკურსის ჟიურის წევრი იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა. მისი განცხადებით, კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოებო საუკეთესო ხარისხის იყო.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...