Home » მთავარი » “პირველი პრეცენდენტი გვექნება ხვალ…”

“პირველი პრეცენდენტი გვექნება ხვალ…”

ირაკლი კობახიძე: ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას და პირველი პრეცენდენტი გვექნება ხვალ

„პირველი საკითხი ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს ასეთი ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წარდგენას და პირველი პრეცენდენტი გვექნება ჩვენ ხვალ. სხდომის გახსნისა და განცხადებების შემდეგ გვექნება სწორედ ეს საკითხი შეტანილი დღის წესრიგში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით, ხვალ,  თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება და ბიურომ, სწორედ პირველი სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.

Facebook Comments
x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...