Home » მთავარი » “მიზანმიმართულად ერთი წლის წინანდელ პოსტს აზიარებენ! მე კი მადლობას ვუხდი ბაღების სააგენტოს”

“მიზანმიმართულად ერთი წლის წინანდელ პოსტს აზიარებენ! მე კი მადლობას ვუხდი ბაღების სააგენტოს”

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც თბილისის ერთ-ერთი საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ემოციურ პოსტს ეხებოდა

მასალა იხ.

https://www.primetime.ge/news/1517474428-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A1?fbclid=IwAR0MWEukH0qVR2Dnrwmf-vde8IbvtAEI11XM4NEf88aKCqwwQHLRxSAXPt0

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მერე, ისე რომ არც არავის შეუხედავ მასალის განთავსების თარიღისთვის,  მოჰყვა გადაზიარება და ატყდა „ჭიქაში ქარიშხალი“…

სინამდვილეში ინფორმაცია 1 წლის წინანდელი იყო. იგივე აღმზრდელმა შარშანდელი პოსტის ისტერიულად გაზიარების შესახებ დღეს კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რადგან მისი ვარაუდით, ძველი ინფორმაციის ახლად გასაღება გარკვეული პირების ინტერესში შედის.

ნინო ტაბატაძე წერს, რომ მის შარშანდელ პოსტს სწრაფი გამოხმაურება მოჰყვა სააგენტოს ახლადდანიშნული ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძისგან, რომელმაც მასშტაბური შეხვედრა გამართა ბაღების აღმზრდელებთან და მათ შორის იყო თავად ქალბატონი ნინოც.

„ერთი წლის წინ, როდესაც ბატონი კახი გვანცელაძე ახალი დანიშნული იყო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად, დიდი სურვილი მქონდა შეგვხვედროდა ბაღის თანამშრომლებს, რის შესახებაც საკუთარი Facebook გვერდზე დავწერე. მართლაც ძალიან სწრაფად მოხდა შეხვედრის ორგანიზება და ბატონმა კახამ არაერთი პროექტის შესახებ ისაუბრა. მინდა გითხრათ, რომ არაერთი დადებითი პროექტი განხორციელდა ამ ერთი წლის განმავლობაში ბაღების საკეთილდღეოდ. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს არ უნდა დაინახოს ჩვენი წინსვლა და რატომღაც, ერთი წლის წინანდელ ჩემს პოსტს აზიარებენ, რაც იწვევს ჩემს გულისტკივილს. ასეთ ადამიანებს მივმართავ, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და აკეთონ თავისი საქმე. მე კი პირადად დიდ მადლობას ვუხდი ბაღების მართვის სააგენტოს. ამ წუთებშიც კი მიმდინარეობს ჩვენი ბაღის ეზოს რეკონსტრუქცია. ღმერთმა ბევრ კარგ საქმეში ხელი მოუმართოს ჩვენს ხელმძღვანელებს,“ – აცხადებს ნინო ტაბატაძე.

ჩვენ ბაღების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით და ამ კონკრეტული ბაგა-ბაღის ეზოში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოვითხოვეთ. აღმოჩნდა, რომ 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იცვლება გზის საფარი, რომელიც აქამდე სავალალო მდგომარეობაში იყო და ბორდიურები. მალე თბილისის N1 საბავშვო ბაგა-ბაღს კეთილმოწყობილი ეზო ექნება.

Facebook Comments
x

Check Also

ქართველი მწერალი პარიზულ გამოცემებში…

პრესტიჟულმა პარიზულმა ონლაინ გამომცემლობამ “Edition999” გამოაქვეყნა მწერლისა და პოეტის გია ჯიჭონაიას “კოლხური კირბები”-ს ინგლისურად თარგმნილი ...