Home » მთავარი » პროკურატურა ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ზაზა სარალიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად  მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე.

საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ სამშაბათს საქმესთან  დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...