Home » მთავარი » „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ფასდაუდებელია“

„ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ფასდაუდებელია“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

პარლამენტის წევრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ სხვადასხვა ფორმატით ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, სადაც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ის მოქმედებები, რომელსაც სადამკვირვებლო მისია ახორციელებს, საქართველოსთვის ფასდაუდებელია.

შეხვედრაზე კარლ ჰარცელი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტით დაინტერესდა. ირაკლი სესიაშვილმა ევროპელ დიპლომატს კანონპროექტის თაობაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ დოკუმენტის კომიტეტში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.

„ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომელსაც ევროკავშირი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის კონტროლის კუთხით აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს იმ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ევროკავშირიდან შესაბამისი პროექტები აქვს მიღებული. შეხვედრის დასასრულს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით კონკრეტული გეგმები და ღონისძიებები დავსახეთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...