Home » მთავარი » „განათლების რეფორმები სწორადაა დანახული სამინისტროს მხრიდან“

„განათლების რეფორმები სწორადაა დანახული სამინისტროს მხრიდან“

„ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ პლენარულ სხდომაზე. მისი შეფასებით, განათლების სისტემის რეფორმა უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან არსებული განათლების სიტემა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებსა და იმ სტანდარტებს, რომელიც მიღებულია განვითარებულ თანამედროვე ქვეყნებში, დაწყებული სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებით და დასრულებული განათლების ხარისხით.

„უმნიშვნელოვანესია განათლების რეფორმისკენ  დიდი რესურსი მივმართოთ, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური. ის პოლიტიკური ძალა, ვგულისხმობ ნაციონალური მოძრაობის ძველ და ახალ განაყოფებს, რომლებმაც ფაქტობრივად დაასამარეს განათლების სისტემა, გვესაუბრება დღეს იმაზე, თუ რატომ ვახდენთ ამ სისტემის რეფორმას“, – განაცხადა სოფო კილაძემ. მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა საგნობრივად გააკრიტიკონ მოვლენები.“ ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური გარღვევები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანას წარმატება არ ექნება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო რეფორმას სისტემურად მიუდგა და ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება.

კომიტეტის თავმჯდომარე გამოცდების გაუქმების საკითხსაც შეეხო.

-„არსებობს არგუმენტები და ვთხოვ საზოგადოებას, ეს არგუმენტები გაითვალისწინოს. აქამდე სისტემა მიმართული იყო გამოცდების ჩაბარებისკენ მაშინ, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, რომელზეც ჩვენ სწორებას ვაკეთებთ, ბაღებიდან ამზადებენ ბავშვებს ცხოვრებისთვის, პროფესიისთვის, იმისთვის, რომ იყონ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ასეთი განათლების სისტემა იღებს მხოლოდ ისეთ შედეგებს, რომელსაც ვუყურებთ, როგორი ქვეყნებიც არიან, მაგალითად, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და სხვ. ჩვენ ბავშვები უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის და არა გამოცდებისთვის და ეს ძალიან სწორად არის დანახული სამინისტროს მხრიდან“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი თქმით, შესაცვლელია ზოგადი უნარების ტესტებისადმი მიდგომაც. „კვლევა, რომელიც სამინისტრომ წარმოადგინა, მაფიქრებინებს, რომ გვჭირდება ცვლილება. ის, რომ უნარების ტესტებში სოფელსა და ქალაქს შორის ბავშვების შედეგების მიხედვით არის ძალიან დიდი განსხვავება, არის ინდიკატორი იმისა, რომ გვჭირდება თანაბრობის უზრუნველყოფა განათლების სისტემაში“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...