You are here
აფრიკელების საყვარელი ქართველი ექიმი და ფიქრი სამშობლოზე… ინტერვიუ მთავარი 

აფრიკელების საყვარელი ქართველი ექიმი და ფიქრი სამშობლოზე…

მოგიყვებით ადამიანზე, რომელიც საქართველოდან საკმაოდ შორს, სამხრეთ აფრიკაში მოღვაწეობს, მაგრამ არ გავა წუთი, რომ სამშობლოზე არ იფიქროს და არა მარტო იფიქროს, რაიმე ისეთი არ გააკეთოს, რომელიც საქართველოს წაადგება, აქ მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარება. სალომე გურგენიძე უკვე 23 წელია იოჰანესბურგში ცხოვრობს.

15281799_1148459208568347_1114865070_n

როგორია ქართველი ქალის აფრიკული ცხოვრება, რას საქმიანობს სამშობლოდან შორს და როგორ ახერხებს მუდამ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართვას? ამას და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

მაშ ასე, გაიცანით-სალომე გურგენიძე.

-საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს, როცა ქართველი საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. მოდი გავაცნოთ საზოგადოებას ვინ არის სალომე გურგენიძე და როგორ მოხვდა სამხრეთ აფრიკაში, ანუ რა გზა გამოიარეთ დღემდე?

-მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალი ვარ. ჩემი მეუღლე 90 იან წლებში სამხრეთ აფრიკაში წამოვიდა სამუშაოდ.  ეს იყო ჩვენი ემიგრაციის მიზეზი. უკვე 20 წელზე მეტია იოჰანესბურგში ვცხოვრობ.

დავიბადე და გავიზარდე თბილისში. დავამთავრე 151-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ჩემი მეუღლე, ვახტანგ რეხვიაშვილი, ექიმია, ნეფროლოგი. გვყავს ორი ვაჟი ირაკლი 22 წლის და ალექსანდრე 14 წლის.

15310208_1148459151901686_177680815_n 15328326_1148459071901694_180366378_n

ირაკლიმ წელს დაამთავრა კეიპტაუნის უნივერსტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაქულტეტი. ალექსანდრე მე-9-ე კლასში გადავიდა.

სულ 24 წლის ვიყავი, როცა უცხო ქვეყანაში აღმოვჩნდი, ინგლისურად სიტყვას ვერ ვამბობდი (ბავშვობიდან ფრანგულს ვსწავლობდი), უპროფესიოდ- მედინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა, ინტერნატურის გავლაც ვერ მოვასწარი. მართალი გითხრათ, სულაც არ იყო ადვილი დასაწყისი ეტაპი. ვახო  მუშაობდა დღე და ღამე, მარტოობა ძალიან მიჭირდა. მაშინ ირაკლი ერთი წლისაც არ იყო. მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით ერთად ყოფნით, ახალგაზრდობით, მომავლის იმედით და ჩვენი შესაძლებლობების გამოყენების პერსპექტივით.

მაშინ სამხრეთ აფრიკა თეთრკანიანი ემიგრანტების მიმართ მაინცადამაინც არ იყო კეთილგანწყობილი. კარიერის დაწყება გამიჭირდა: ინტერნატურა უნდა გამევლო. თან ენა უნდა მესწავლა ჯერ, გამოცდების ჩასაბარებლად. დიდხანს თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტვით, გზა, რომელიც გამოვიარე მოიცავს მუდმივ მეცადინეობას, უამრავ გამოცდებს, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გატარებულ მართლაც და ძალიან მძიმე, მაგრამ ამავდროულად ნაყოფიერ წლებს, დამღლელ მორიგეობებს, იმედგაცრუებასაც და წარმატებას, შემდეგ ისევ გამოცდებს. საბოლოოდ კერძო პრაქტიკას სამედიცინო ესთეტიკაში. ამ სფეროში თითქმის ათი წელია ვმუშაობ. პროფესია და ჰობი ერთი მაქვს და ძალიან მახარებს ეს ფაქტი.

 

15280918_1148459261901675_2103261946_n 15320340_1148459288568339_780316502_n

-ვიცი, რომ ახალ პროექტებზე მუშაობთ და ცდილობთ საქართველოს სახელი კიდევ უფრო გაიტანოთ საზღვრებს გარეთ. ისიც ვიცი, რომ აპირებთ ქართული პროდუქციის გატანასაც.

-მართალი ბრძანდებით. მაქვს ერთი პროექტი, რითიც ეს ბოლო რამოდენიმე თვე დაკავებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით საქმეს ბოლომდე მივიყვან.

-როგორ შეეგუეთ აფრიკაში ცხოვრებას? მოგვიყევით სალომე გურგენიძის ერთი ჩვეულებრივი დღე აფრიკაში.

-“უწინამც დღე კი დამელევა მე, უცხოობაში რაა სიამე”, – ხომ გახსოვთ. “შეგუება”-ზუსტად ეს სიტყვა მოერგება ჩემს ემიგრაციასთან დამოკიდებულებას, თუნდაც ისეთ მშვენიერ ქვეყანაში, როგორიც სამხრეთ აფრიკაა. ძალიან ჰგავს საქართველოს. მზის, ზღვის და ღვინის ქვეყანაა. ხალხიც გულღია და სტუმართმოყვარეა.

ჩემი ჩვეულებრივი დღე 5:30 იწყება. ჩვეულებრივი დილის ფუსფუსით,-სკოლისთვის და სამსახურისთვის მზადებით. პაციენტების მიღებას 8:00 საათიდან ვიწყებ. შუადღისას სამსახურიდან გამოვდივარ (იშვიათი გამონაკლისის გარდა), რომ სკოლიდან ალექსანდრე წამოვიყვანო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს გზაში საუბრისას ვგებულობ დღის ახალ ამბებს. ჩემი უფროსი ვაჟიშვილი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქამდე კეიპტაუნის უნივერსტეტში სწავლობდა, ასე რომ იშვიათად ვნახულობდი, ბოლო 4 წელია. შემდეგ ვბრუნდები ოფისში და მუშაობას ვაგრძელებ. ჩემს კლინიკაში სამუშაო დღე 6-7 საათისთვის მთავრდება. მერე ისევ სახლი, ნაუცფათევი ვახშამი, სასურველია ოჯახთან ერთად და ისევ მუშაობა. ჩემი მეუღლეც კერძო პრაქტიკაშია და ძალიან დაძაბული დღის რეჟიმი აქვს. მოგეხსენებათ, ექიმის პროფესია მუდმივ სწავლას მოითხოვს. ფიზიკურ ვარჯიშსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. საღამოს გვიანიც რომ იყოს აუცილებლად ვვარჯიშობ.

-სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ ქართველებთან გაქვთ ურთიერთობა?

-რა თქმა უნდა. ჩვენ ვმეგობრობთ და ხშირად ვნახულბთ ერთმანეთს. სხვაგვარად შეუძლებელია.

15281987_1148472605233674_284485747_n 15310578_1148472565233678_2117778446_n

-სალომე, თქვენ ყოველთვის იღებთ მონაწილეობას საქველმოქმედო აქციებში. რას ნიშნავს თქვენთვის კეთილი საქმის კეთება?

-რასაც მე ვაკეთებ, ის უმნიშვნელოა. ნამდვილად არ ღირს სალაპარაკოდ. მე ვთვლი, რომ როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც კეთილი საქმე ჩვეულებრივი ყოფა უნდა იყოს.

-ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღე თქვენს ცხოვრებაში.

-მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება ასავალ-დასავალია, მართლა ბევრი ბედნიერი, დაუვიწყარი დღე მახსენდება, მაგრამ ორ დღეს გამოვყოფ ერთნაირად მნიშვნელოვანს 1994 წლის 26 თებერვალსდა 2002 წლის 18 აპრილს. ეს ჩემი შვილების დაბადების თარიღებია.

– როცა განშორების შემდეგ საქართველოში მოდიხართ, რა გრძნობა გეუფლებათ და გხვდებათ თუ არა შეცვლილი აქაურობა?

-გულწრფელად გეტვით, ჩემი დღესასწაული საპასპორტო კონტროლიდან იწყება, რომ გაგიღიმებენ, თბილად და გეტყვიან ტკბილი ქართულით-მობრძანდითო, ამას რა ჯობია. საქათველო საოცრად შეცვლილია ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე. ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც ახალს ვნახულობ და სულ მიხარია. 5 წლის წინ ვიყავით ბათუმში, წელს რომ ჩავედი სულ სხვა ქალაქი დამხვდა. საოცარია, ძალიან მიხარია.

-კიდევ რამდენ ხანს მოგიწევთ სამხრეთ აფრიკაში ყოფნა?

-ეს არავინ იცის. დღეს ისე სწრაფად იცვლება პოლიტიკური და ეკონომიური გარემო, მგონი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს კაცი.

-წარმატებების გისურვებთ და იმედია შევხვდებით ახლა უკვე თბილისში.         

P.S. სალომე გურგენიძე ქველმოქმედებით გავიცანით, ის აფრიკაში საქართველოს ელჩის მეუღლემ, ნინო ლეჟავამ გაგვაცნო და სწორედ მათი თანადგომით საზღვრისპირა სოფლებში არაერთხელ გაგვიხარებია მოსახლეობა. მადლობა მათ კეთილი საქმისთვის!

Comments

comments

Related posts