Home » მედიცინა » ტყვიასთან ბრძოლა, ორგანიზმში მოხვედრის გზები და მოწამვლის პირველი ნიშნები

ტყვიასთან ბრძოლა, ორგანიზმში მოხვედრის გზები და მოწამვლის პირველი ნიშნები

„ტყის ნობათი“ – გამოაქვს ორგანიზმიდან ტყვია და სხვა მძიმე მეტალები.

ლევან ხოსიტაშვილი

როგორ ვებრძოლოთ ორგანიზმში ტყვიას, მოწამვლის პირველი ნიშნები და ძირითადი წყაროები

                                                 მძიმე მეტალებით გამოწვეული მძიმე შედეგები

რამაზ გახოკიძე

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი

მძიმე მეტალები მაღალი ატომური მასის მქონე ქიმიური ელემენტების ჯგუფია. მრავალი მათგანი, მაგალითად, რკინა, სპილენძი, თუთია, მოლიბდენი, მონაწილეობს ბიოლოგიურ პროცესებში და განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელია ადამიანის, ცხოველისა და მცენარის ცხოველმოქმედებისათვის. მეორე მხრივ, მძიმე მეტალები და მათი ნაერთები მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, გროვდება უჯრედებში და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. მძიმე მეტალებს 40-ზე მეტი ქიმიური ელემენტი მიეკუთვნება. მათ შორის განსაკუთრებული ტოქსიკურობით გამოირჩევა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი.

ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიკური ლითონია ტყვია, რომელიც გარემოში ხვდება ე.წ. ეთილირებული ბენზინის საშუალებით. ბენზინს, ხარისხის გასაუმჯობესებლად, უმატებენ ტეტრაეთილტყვიას, როგორც ანტიდეტონატორს. ძრავას ცილინდრში ჰაერისა და საწვავის არასწორი განაწილება იწვევს არათანაბარ წვას (დეტონაცია), რასაც შეუძლია ცილინდრის კედლებისა და დგუშის დაზიანება.

ადამიანის ორგანიზმში ტყვიის გაზრდილი დონე იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს, მიოკარდის ინფარქტს, ზრდის შეჩერებას, სმენის დაქვეითებას, ინტელექტუალურ დეგრადაციას. იმ რაიონებში, სადაც გარემო ტყვიით არის გაბინძურებული, ოთხჯერ მეტია დანაშაული, ვიდრე იმ რაიონებში სადაც ტყვიის კონცენტრაცია მინიმალურია. ტყვიით მოწამვლის რისკი ბავშვებისთვის ბევრად მაღალია, ვიდრე მოზრდილებისთვის, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესები ბავშვებში ბევრად ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცუდი მოსწრება და აგრესიული ქცევა დაკავშირებულია ტყვიის დაგროვებასთან.

როგორც ამერიკელებმა დაადგინეს, არათუ ატმოსფეროში მყოფი ტყვია, არამედ საკვებ პროდუქტთა შესაფუთ ზოგიერთ ქაღალდსა და მუყაოში უმცირესი რაოდენობით შემავალი ტყვიაც კი გადადის საკვებში და დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ტყვია, ძირითადად, შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტითა და სასუნთქი გზებით. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ტყვიის შეწოვა ძლიერდება კალციუმისა და რკინის ნაკლებობის შემთხვევაში. სასუნთქი გზებით ტყვიის შეწოვა დამოკიდებულია მეტალის როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე (ორთქლი თუ მყარი ნაწილაკები), ისე მის კონცენტრაციაზე. მყარი ნაწილაკების სახით ტყვია 90%-ით შეიწოვება სასუნთქ გზებში. ტყვიის 99% სისხლში უკავშირდება ჰემოგლობინს და მხოლოდ 1% იჭრება პლაზმიდან ქსოვილებში, განსაკუთრებით, ღვიძლსა და თირკმლების ეპითელიუმში. დროთა განმავლობაში მეტალი გადანაწილდება და გროვდება ძვლებში (95%), კბილებსა და თმებში.

ტყვიით მოწამვლის პირველი ნიშნებია: მწკლარტე, მეტალური გემოს შეგრძნება პირში, წყურვილი, მუცლის ტკივილი და პირღებინება. გულისრევის შედეგად ამოღებული მასა მოთეთრო-რძის ფერია მასში ტყვიის ქლორიდის შემცველობის გამო. ტყვიის სულფიდი განავალს შავად ფერავს. ხშირია ფაღარათი ან ყაბზობა. სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს შოკი და ერთ-ორ დღეში სიკვდილი. ტყვიით მოწამვლის ადრეული სიპმტომებია: თავის ტკივილი, უძილობა, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მხედველობის დარღვევა. ყველაზე საშიშია ტყვიის ხანგრძლივი ზემოქმედება, რადგან მას ახასიათებს კუმულაციური თვისებები, ე.ი. შეუძლია, დაგროვდეს და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

ტყვიით მოწამვლის ძირითადი წყაროა საღებავები (ტყვიის თეთრა, ტყვიის სურინჯი). ასეთ საღებავებში ტყვიის რაოდენობა მერყეობს 5-დან 40%-მდე. ასეთი საღებავებით ღებავდნენ ავეჯს, ფანჯრის რაფებს, სათამაშოებს. ტყვიით მოწამვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ძველი შენობა-ნაგებობების დანგრევის შედეგად გაფანტული მტვერი ან ბოლი, ასევე მხატვრული ტილოები, საიუველირო ნაკეთობათა ნარჩენები, საყოფაცხოვრებო აკუმულატორები და ტყვიის შრიფტები.

ყურადღებით იყავით სასმელ წყალთან. რაც უფრო მაღალია წყალში ტყვიის კონცენტრაცია, მით უფრო დიდი რაოდენობით ხვდება იგი სისხლში. ტყვია ადვილად გადაეცემა ძუძუთა ბავშვებს დედებისგან. პროფილაქტიკის მიზნით, საჭიროა, სახლის ყოველღიური დასუფთავება ნესტიანი ჩვრით, შენობაში შესვლისას აუცილებელია ფეხსაცმლის (სასურველია ტანსაცმლისაც) გამოცვლა. არ უნდა მივიღოთ საჭმელი ქუჩაში. სახლში დაბრუნებისას დაიბანეთ ხელები. საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს რკინით მდიდარი პროდუქტები. ყოველიდღიურად მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები.

„ტყის ნობათი“ დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტყვიის და სხვა მძიმე მეტალების გამოდევნაში. ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლიათ მისცეთ ბავშვებსაც.

გარდა ამისა რეკომენდირებულია ონკო დაავადებულებისა და ქიმიო თერაპიის დროს. იძლევა გასაოცარ შედეგს.

და კიდევ

გაქვთ იოდის ნაკლებობა?

გინდათ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი?

მაშინ „ტყის ნობათი“ სწორედ თქვენთვისაა!

595 55 80 03

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...