Home » მედიცინა » „კამელინი“ – როცა იმუნური სისტემა დახმარებას საჭიროებს…

„კამელინი“ – როცა იმუნური სისტემა დახმარებას საჭიროებს…

“კამელინი” ქართული წარმოების ორიგინალური, 100%–ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მაღალეფექტური, არატოქსიური, გამოირჩევა ორგანიზმში შეყვანის გზების მრავალფეროვნებით:

ამელინი – მ 1 ინექცია, კამელინი – მ 2 კაფსულები, კამელინი- მ 3 მალამო, კამელინი- მ 4 სუპოზიტორია, კამელინფლუ– სპრეი. „კამელინი“ იმუნომოდულატორული აქტივობის გამაძლიერებელი საშუალება, ანტიოქსიდანტია. არეგულირებს უჯრედოვანი იმუნური სისტემის მუშაობას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისგან.

„კამელინი“ შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპლექსურ თერაპიაში სხვადასხვა პათოლოგიების დროს. შესწავლილ იქნა პრეპარატ „კამელინის“ ანტიოქსიდანტური აქტივობა. ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა კამელინის ხუთივე ფორმის პრეპარატი, მაგრამ აქცენტი „კამელინ მ 2 „–ზე, კაფსულებზე გამახვილდა. . კვლევებიდან გამომდინარე მიღებულ იქნა დასკვნა, რომ ზრდასრულ ადამიანებში (ანტიოქსიდანტური ნივთიერებების მოთხოვნის საშუალო სადღეღამისო ნორმა 360 მგ–ს შეადგენს) კამელინის 2–3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.

,,კამელინ მ 1” ეფექტურია, როგორც იმუნომოდულატორი, ანტიოქსიდანტი, ანტიბაქტერიული, რეგენერაციული, ანტივირუსული საშუალება. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შემაკავებლად მოქმედებს სიმსივნურ ზრდაზე.

,,კამელინ მ 2”-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებაში, ხელს უწყობს კოლაგენის ჩალაგებას დაზიანების ადგილას. გამოიყენება ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციების, სიმსივნური დაავადებების, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების, პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული და ტრავმების დროს.

,,კამელინ მ 3”-ს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ააქტივებს იმუნიტეტს, აჩქარებს შეხორცების პროცესს.

,,კამელინ მ 4″ ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციისა და რეპარაციული პროცესების გამაძლიერებელი ეფექტის მქონე პრეპარატია, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს ადგილობრივი იმუნური ბარიერის ფუნქციონირებას.

პრეპარატი „კამელინი“ დიდ ინტერესს იწვევს, როგორც მეცნიერთა , ასევე პრაქტიკოსი ექიმების მხრიდან. მათი ინტერესის დაკმაყოფილებას კი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები და კვლევებში ჩართული ექიმები დამოუკიდებელ თემატურ კონფერენციებზე კლინიკურ კვლევებზე გამყარებული შედეგების პრეზენტაციებით ახდენენ. კომპანია ასევე აქტიურად იღებს მონაწილეობას სამედიცინო საზოგადოების მიერ გამართულ კონფერენციებსა და ღონისძიებებზე.

კამელინზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა პრეპარატის ჩვენების მრავალმხრივობა. იგი გამოიყენება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტომატოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიები და სხვა.

„კამელინი“ფართოდ გამოიყენება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ინფექციების, ასევე ვაგინალური, საშვილოსნოს ყელის ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ფიბრომატოზულ–კისტოზური მასტოპათიების, სახსრების დისტროფიულ–დეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში, სახსრების ხრტილოვანი ფუნქციონირებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ორგანული მჟავები, რომლითაც მართლაც ძალიან მდიდარია „კამელინი“. მისი მიღებისას ეს ნივთიერებები უშუალოდ ერთვებიან ხრტილოვანი ქსოვილის მშენებლობის პროცესში, რის შედეგადაც ხდება ტკივილების კუპირება, შეზღუდული მოძრაობა მკვეთრად უმჯობესდება.

კამელინის 5-ივე ფორმის პრეპარატი იყიდება ყველა აფთიაქში რეცეპტის გარეშე!

“კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება დაკონსულტაცია უფასოა.

დარეკეთ: 2-98-62-25 (ოფისი);  599 33 10 89; 599 23 03 33;

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...