Home » მთავარი » პრეზიდენტი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია

პრეზიდენტი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი  წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია და ბენეფიციარები მოინახულა.
ცენტრის დირექტორის ნინო ნემსიწვერიძის განცხადებით, ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები ექვს საათს ატარებენ, ამ დროის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით.
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე, შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო ინდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნავს.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ზრუნავენ განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებზე, რადგან ცენტრი დაარსებიდან მუნიციპალურ ბალანსზე იმყოფება.
Facebook Comments
x

Check Also

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა

ბრიფინგი თბილისის პროკურატურაში თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ...