Home » მთავარი » “ერთია როგორ აბარებ, მერე როგორ იყენებ…გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება”

“ერთია როგორ აბარებ, მერე როგორ იყენებ…გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება”

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განათლების რეფორმა შეაჯამა. მინისტრის თქმით, რეფორმაზე მუშაობენ ექსპერტები საქართველოდან და უცხოეთიდანაც. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები, რათა გადაწყდეს განათლების კომპლექსური ნაწილის საკითხი და არა მხოლოდ გამოცდები.

„გამოცდები მხოლოდ ერთი ნაწილია რომელზეც ჩვენი ხედვა გვაქ, აქტიურად ვმუშაობდით ყველა მიმართულებით“, – აღნიშნა ბატიაშვილმა. მისი თქმით, განათლების სისტემას დღეს სერიოზული პრობლემები აქვს, დაწყებული სკოლიდან დამთავრებული მეცნიერებამდე, რომელიც ბატიაშვილის თქმით, თითქმის ნულამდეა დაყვანილი. „მეცნიერება, განათლება, მეცნიერება. დღეს ის ბაზისის არ არსებობს. ეს რაღაც ისტორიულ მომენტზე ისე გაკეთდა. ერთ დღეში ხელაღებით გავაუქმეთ ყველაფერი“,  – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ბატიაშვილის თქმით, სწავლების ახალი მეთოდის საპილოტო ვერსია 150 სკოლის დაწყებით კლასებში ჩაუშვეს, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და გაზაფხულისთვის, მსგავსი მეთოდები 50 სხვა სკოლაში დაინერგება, შემდეგ კი ექსპერიმენტი რეგიონებზეც გავრცელდება. „პილოტური სწავლების მეთოდის დროს, არამხოლოდ ბავშვების, არამედ პედაგოგების აქტივობა და მოტივაცია დავინახეთ. ჩვენ ვასწავლეთ პედაგოგებს როგორ წარემართა გაკვეთილი, მათ კი ეს წარმატებით დანერგეს კლასებში“, – განმარტავს ბატიაშვილი.

განათლების მინისტრმა გამოცდებზეც ილაპარაკა. „როგორ უნდა შეიცვალოს გამოცდები? საგნობრივ ნაწილში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება. უნარები, საგნები ფიზიკურად არ არსებობს. ერთია როგორ აბარებ, მერე როგორ იყენებ. ტექნიკური მიმართულებით თუ აბარებს მათემატიკური უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მინისტრმა.

ბატიაშვილის თქმით, კომპლექსური განათლების სისტემა ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ განათლების მიღება ახალგაზრდებს, მხოლოდ გამოცდების ჩაბარების მიზნით არ სურდეთ. პანაცეა ოღონდ გამოცდა ჩავაბაროთ,  არ გვაძლევს შედეგს“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

წყარო

imedinews.ge

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...