You are here
ლიეჟის კონგრესის სასახლესთან საქართველოს დროშები აღმართეს მთავარი საზოგადოება 

ლიეჟის კონგრესის სასახლესთან საქართველოს დროშები აღმართეს

ლიეჟის კონგრესის სასახლესთან საქართველოს დროშებია აღმართული. გავრცელებული ინფორმაციით პატარა ბელგიურ ქალაქში უკვე ჩადიან ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ლიეჟში ქართველების შეკრება ხვალ, 5 საათზე, დაიწყება, სადაც დაგეგმილია რამდენიმე პანელის მუშაობა სხვადასხვა საკითხებზე.

ემიგრანტების შეხვედრას მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

მოძრაობა „ერთად სახლში“ შეხვედრაზე დისკუსია საქართველოს მომავალზე გაიმართება. როგორც გიორგი სიგუა ამბობს, ამ შეხვედრაზე ემიგრანტები საქართველოს მომავალზე ისაუბრებენ.

„ლიეჟში დღეს და ხვალ ტრიალებს ქართული სული. ეს იქნება პირველი ასეთი მასშტაბური შეკრება ქართველების, რომლის ორგანიზებაც შესძლო ორგანიზაციამ „ერთად სახლში“, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით. ჩვენ ხვალ დავდებთ სამპუნქტიან გეგმას, თუ რას გააკეთებს „ერთად სახლში“ და როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები. გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი მობილიზაცია, ძალიან დიდი კონსოლიდაცია,“ – განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა, გიორგი სიგუამ.

შეხვედრის ბოლოს კი მოძრაობის „ერთად სახლში“ წარმომადგენლები შეხვედრაზე მყოფ ქართველებს სამპუნქტიან სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

Comments

comments

Related posts