You are here
„რადგან რეაგირება არ არის, ოჯახი ითხოვს დეკანოზის გათავისუფლებას!..“ მთავარი საზოგადოება 

„რადგან რეაგირება არ არის, ოჯახი ითხოვს დეკანოზის გათავისუფლებას!..“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას განაგრძობენ. ერთი კვირაა საპატრიარქოს წინ კარავია გაშლილი. ოჯახი მამა გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვს. დღეს ბრალდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საზოგადოებას მოუწოდა რომ აქციას შეუერთდეს.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით მას შემდეგ, რაც საპატრიარქოდან რეაგირება ოჯახის მოთხოვნას არ მოჰყვა ისინი უკვე დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ოჯახი გადადის უკვე შემდგომ მოთხოვნაზე. ვინაიდან და რადგანაც საპატრიარქოდან სრული დუმილი ისმის ამ ხნის განმავლობაში. ისინი ითხოვენ დეკანოზის თავისუფლებაზე ყოფნას,“-გაბაცხადა ადვოკატზა გიორგი ფანცულაიამდა აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ის განმარტება, რომ სასულიერო პირებმა თავად გადაწყვიტონ აზიარებენ თუ არა დეკანოზს, არის მუქარა.

 

Comments

comments

Related posts