You are here
„დასრულდეს სკოლის დახურული და უჟანგბადო სივრცე! მინდა გავარღვიო კედელი!“ TV (სააგენტოს გადაცემები) მთავარი საზოგადოება 

„დასრულდეს სკოლის დახურული და უჟანგბადო სივრცე! მინდა გავარღვიო კედელი!“

ჩვენი ყურადღება მიიპყრო სოციალურ ქსელში პედაგოგის, მარიეტა საყვარელიძის სტატუსმა:

-„ არ ვიცი…..ვინ რას იტყვის…მაგრამ…
ვიწყებ საჯარო გავეთილებს!!!

ნებისმიერ ადამიანს ვიწვევ ჩემს გაკვეთილებზე!
ეს არაა არც დაგეგმილი, არც წინასწარ დასწავლილი თემები!
არის აზროვნებისა და ძიების გაკვეთილები!
მე სხვანაირად არ შემიძლია!
დავიხრჩვი ჭაობში!
ვიწყებ სახალხოდ, საჯაროდ ამის გაკეთებას!
დასრულდეს სკოლის დახურული და უჟანგბადო სივრცე!!!
რომელიც კლავს ინდივიდუალიზმს როგორც მოსწავლეში, ისე შემოქმედ მასწავლებელში!“

დამეთანხმებით, რომ არც ისე ხშირია მოქმედი პედაგოგის მიერ საკუთარი შეხედულების ასე საჯაროდ და ხმამაღლა დაფიქსირება.

რა ხდება დღეს სკოლებში, არის თუ არა მასწავლებელი თავისუფალი და რის შეცვლას ითხოვს პედაგოგი ამის გასარკვევად GmTV მარიეტა საყვარელიძეს გაესაუბრა.

-არც ერთი მთავრობის დროს განათლების სისტემაში რეფორმების დროს არაფერს ეკითხებიან პედაგოგებს, რომლებიც ყველაზე მეტად არიან ჩახედულნი სკოლის ცხოვრებაში;

-დღეს სკოლა უფრო გადასულია ადმინისტრაციულ მართვაზე;

-არც ერთი ახალი რეფორმა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი…;

-მასწავლებელთა არმია გამოყენებულია პოლიტიკური არჩევნების დროს…

-საზოგადოებაში მასწავლებლის ავტორიტეტი დაცემულია;

-თაობა დარჩენილია დედის გარეშე და მოეღვეულია ოჯახის ინსტიტუტი;

სკოლა უნდა გახდეს საინტერესო, დთეს მასწავლებელი არ არის თავისუფალი, მოსწავლეს კი ართმევენ ინდივიდუალიზმს! და კიდევ უამრავი პრობლემა, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით…

ის, რაზეც მარიეტა საყვარელიძემ ისაუბრა, ალბათ ბევრი პედაგოგის სათქმელია, თუმცა ხმამაღლა ერთეულები საუბრობენ.

Comments

comments

Related posts