Home » მთავარი » „საპენსიო რეფორმა-მთავრობამ აირჩია ის მარტივი გზა, რომელმაც არსად არ გაამართლა!..“

„საპენსიო რეფორმა-მთავრობამ აირჩია ის მარტივი გზა, რომელმაც არსად არ გაამართლა!..“

საქართველოს პარლამენტი ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც ახალ საპენსიო სისტემას შეეხება. საკანონმდებლო პაკეტი სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ,თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობს.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა 11 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებშია დაგეგმილი.

სოსო მანჯავიძის დეტალური და საინტერესო საუბარი ბექა ნაცვლიშვილთან საპენსიო რეფორმის შესახებ,რომელიც ყველას ეხება და ყველასთვის აქტუალურია.

 

პროექტის თანახმად, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება.

პროექტის მიხედვით, თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.

 

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...