Home » მთავარი » “არ ვიცი, რამდენად აცნობიერებს მამალაძის ოჯახი, რა თამაშშია ჩართული…სირცხვილია”

“არ ვიცი, რამდენად აცნობიერებს მამალაძის ოჯახი, რა თამაშშია ჩართული…სირცხვილია”

საპატრიარქოს წინ მამა გიორგი მამალაძის ოჯახის მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციას და კარვის გაშლას სოსო მანჯავიძე ეხმიანება.

-ის,რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს-კარგადაა ცნობილი.
არც ისაა დიდი საიდუმლო, ვინ აწარმოებს ამ ომს და რა მეთოდებს იყენებს.
ომის მიზნებიც ცნობილია,
მაგრამ ომსაც აქვს კანონები და ესთეტიკა.
უმძიმესი განცდა დამეუფლა,საპატრიარქოსთან გაშლილი კარავის დანახვაზე,
რაღაც ახალ,კიდევ უფრო ღრმა და ბნელ ფსკერზე ჩავეშვით.
კარავი საპატრიარქოსთან დეკანოზი მამალაძის ზიარების მოთხოვნით.
უმსგავსობის, გაუნათლებლობისა და აბსურდულობის ტოქსიკური ნაზავი.
საპატრიარქო არაა წინააღმდეგი რომ დეკანოზი მამალაძე ეზიაროს.
ვინ უშლის, მაგალითად, მეუფე პეტრეს, რომ იგი აზიაროს?
რატომ არ აკეთებს ამას,თუ სხვა რამეშია საქმე?
იგივე მეუფე პეტრე და მისი თანამოაზრეები დეკანოზ მამალაძეს პატრიარქის პირად ტყვეს(!) ეძახიან და მოუწოდებენ გაათავისუფლოს იგი.
წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომატების გამოქვეყნებით იმუქრებიან.
აქაც ვირეშმაკულ გათვლასთან გვაქვს საქმე.
მათ კარგად იციან,რომ საპატრიარქოს მამალაძის გათავისუფლების უფლება არა აქვს.
მას მხოლოდ შუამდგომლობის დაყენება შეუძლია,ხოლო კომპრომატებით მუქარა ამის შესაძლებლობას უსპობს მას, ვინაიდან ასეთი შუამდგომლობის შემთხვევაში ქვეყანას მოდებენ,რომ საპატრიარქოს კომპრომატების შეეშინდა და ამიტომაც დააყენა იგი.
გასაგებია, რომ ამ უმსგავსო აქციის ორგანიზატორებს სრულიადაც არ უნდათ მამალაძის გარეთ გამოსვლა.
მათი განზრახვაა ამ საქმით მაქსიმალური ზიანი მიაყენონ ეკლესიას.
არ ვიცი, რამდენად აცნობიერებს მამალაძის ოჯახი,რა თამაშშია ჩართული.
ვიტოვებ იმედს,რომ მიხვდებიან და შეწყვეტენ ანტიქართულ და ანტიეკლესიურ აქციას.
სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს!…”

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...