Home » მთავარი » საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის გამოცდის ჩაბარების შესახებ  ახალი რეგულაცია ამოქმედდა.  ეს  გამონაკლისია და ამ გამონაკლისის მთავარი საფუძველი  თანაბარი პირობებისა და  ყველასათვის ხელმისაწვდომი გარემოს  შექმნა და უზრუნველყოფა გახდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება გავრცელდება მხოლოდ იმ პირებზე,  რომლებმაც სწავლის უფლება უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და   სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით (იხ. ბრძანება №09) სწავლის გაგრძელებას საქართველოში სტუდენტები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის  ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ. ამ გამოცდის  წარმატებით  ჩაბარება გულისხმობს სტუდენტის მხრიდან საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მზაობისათვის მინიმალური კომპეტენციის დადასტურებას.
გამოცდა ჩატარდება 11 თებერვალს და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა (სურვილის შემთხვევაში) აქვს ყველა დარეგისტრირებულ აპლიკანტს.
Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...