Home » მთავარი » “არაფერი ცუდი არ ხდება, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად…”

“არაფერი ცუდი არ ხდება, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად…”

ეკა ბესელიას და საპარლამენტო უმრავლესობიდან კიდევ 8 დეპუტატის ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2025 წლამდე შეჩერებას გულისხმობს.  ამ საკითხის გამო უკვე აშკარა დაპირისპირებაა როგორც თავად დეპუტატები ხმარობენ ტერმინს „უმრავლესობის უმრავლესობასა“ და „უმრავლესობის უმცირესობას“ შორის.

-„არის ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი ცუდი არ ხდება, პირიქით, ყველაფერი წარიმართება კარგად. ჩვენ უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლო სისტემაში, დღეს მაგალითად 300 მოსამართლეა სასამართლო სისტემაში და ამ პირობებშიც უჭირს სასამართლოს მუშაობა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში, მდგომარეობს იმაში, რომ საქმეების განხილვას სჭირდება დიდი დრო, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე.

ვნახოთ რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი მისი მიღების შემთხვევაში, თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ შეუძლებელი იქნება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში ბუნებრივია რთული იქნება მისი მხარდაჭერა“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვანო ზარდიაშვილსა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება გაგრძელდა, დღესვე ბესელია „შეფარვით“ გააკრიტიკა სოფო კილაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

აუცილებელია ეროვნული პოლიტიკისა და ადგილობრივი ინიციატივების შემუშავება

თამთა მეგრელიშვილი იურისტი, საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი -არ არსებობენ ბავშვები – არსებობენ ადამიანები” იანუშ ...