Home » მთავარი » სააპელაცციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს განიხილავს

სააპელაცციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს განიხილავს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს სავარაუდოდ საქმის მთავარი მოწმე მ.კ.-სა და მისი ძმას დაკითხავენ.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ინსტანციაში ისეთი მოწმეების დაკითხვა აღარ ხდება, რომლებმაც მიმდინარე საქმეზე პირველ ინსტანციაში მისცეს ჩვენება, თუმცა, მოზარდის ხელახლა დაკითხვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა და ის სასამართლომ დააკმაყოფილა.

მ.კ. ის მოზარდია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის თანამონაწილეობის ბრალდებით ითხოვენ.

მოზარდის მეორე ინსტანციაში დაკითხვის საკითხს დაცვის მხარე არ ეთანხმება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დავობს როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეც.

Facebook Comments
x

Check Also

ვოლსკი ოპოზიციას პასუხობს

“პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ...