Home » მთავარი » “სოციალური საწარმოს არსი ქართულ კანონმდებლობაში გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს”

“სოციალური საწარმოს არსი ქართულ კანონმდებლობაში გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს”

პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამიშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე წარადგინა და კომიტეტის წევრებს მისი მიღების მიზნებსა და მიზეზებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

მომხსენებელმა და სოციალურ მეწარმეთა ალიანსის წარმომადგენელმა გიორგი არსენიძემ ისაუბრეს კანონპროექტის არსზე, მისი მიღების მნიშვნელობაზე და უპასუხეს კომიტეტის წევრთა კითხვებს.

მერაბ ქვარაიას განცხადებით, სოციალური მეწარმეობა, ზოგადად, ბოლო ოცი წელია რაც ვითარდება, მისი საფუძვლები შექმნილია, თუმცა სოციალური საწარმოს არსი ქართულ კანონმდებლობაში გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. მისი თქმით, ამდენად, ეს კანონპროექტი წარმოადგენს გარკვეულ მცდელობას, რომ  სოციალური მეწარმეობისთვის საკანონმდებლო საფუძველი შეიქმნას.

კანონპროექტით სოციალური მეწარმეობა განისაზღვრება როგორც ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას, აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში.

კანონპროექტის მიმართ სხდომაზე გარკვეული ხასიათის შენიშვნები გამოითქვა და, საბოლოოდ, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც კანონპროექტის ავტორებს წარედგინება.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...