Home » მთავარი » „ნეტავ ყველა მაჟორიტარი დათოსნაირი იყოს, ბრავო, დავით!..“ – მოქალაქის წერილი

„ნეტავ ყველა მაჟორიტარი დათოსნაირი იყოს, ბრავო, დავით!..“ – მოქალაქის წერილი

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას:

„მაჟორიტარი კი არ უნდა ცდილობდეს გამონახოს დრო ამომრჩეველთან მისასვლელად, არამედ ეს მისი მოვალეობაა…“

სადაც საბურთალოს მაჟორიტარი დავით უთმელიძე გვყავდა სტუმრად, უამრავი გამოხმაურება და კომენტარი მოჰყვა.

სააგენტოშიც შემოვიდა წერილები, რომელთაგანაც ერთს ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ იმიტომ, რომ როცა მოქალაქე მაჟორიტარ დეპუტატს ასე თბილად იხსენიებს და მადლობას უხდის, დამეთანხმებით რომ სამწუხაროდ იშვიათობაა და ამავე დროს ვფიქრობთ სტიმულია სხვა მაჟორიტარებისთვისაც.

ნინო მაისურაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

-„ნეტავ ყველა მაჟორიტარი დათო უთმელიძისნაირი იყოს, მართლა ბედნიერები იქნებოდნენ მათი ამომრჩევლები. მსგავსი არც მინახავს და არც გამიგონია, იმიტომაც უყვარს მთელ საბურთალოს დათო.

მამაჩემი დეპუტატი რომ იყო, ყველა გაჭირვებულს აპურებდა და სახლში მოყავდა, ეხმარებოდა…

დავით უთმელიძე იცით როგორი დეპუტატია, ნებისმიერი მოსახლის კარზე რომ დააკაკუნოს და სიხარულით რომ ხვდებიან. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა სოციალურ ფენას, ასაკს, ეროვნებას, მან ყველას პრობლემა იცის, ყველას გვერდით უდგას, მუდამ სამაჟორიტარო ოლქზე ზრუნავს და დიახ, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს.

შენი ამომრჩეველი რომ შენი მეგობარია, ეს ძალიან დიდი საქმეა. ბრავო, დავით! ბრავო!“

Facebook Comments
x

Check Also

“დაგავალეს ეს, 10 კაცი რომ დამესევით ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ?! -ლევან ხაბეიშვილი

მარიამ ახალკაცი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციონერ დეპუტატზე ძალადობას ამართლებს. ჟურნალისტებთან საუბარში იგი ამბობს, ...