Home » მთავარი » ჰერალდიკის სამსახურმა დროშების ახალი დიზაინი წარმოადგინა

ჰერალდიკის სამსახურმა დროშების ახალი დიზაინი წარმოადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, მესამე მოსმენისთვის განიხილა  კანონპროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო  პაკეტი სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა წარმოადგინა.

„წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც მოვამზადეთ ჰერალდიკის სამსახურთან ერთად. აღნიშნული ცვლილებების მიზანია ქვეყანაში  ერთიანი სამართლებრივი მექანიზმის არსებობის საჭიროება, რომელიც დაარეგულირებს  სახელმწიფოში მოქმედი სიმბოლოების ჰერალდიკური თვალსაზრისით გამართული დიზაინის  შექმნას, დამტკიცებასა და გამოყენების წესს“,-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომიტეტმა, გამოთქმული რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც მომხსენებელმაც  გაიზიარა, მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დროს, სხდომაზე გამოფენილი იყო ჰერალდიკის სამსახურის მიერ შექმნილი საქართველოს სამხედრო ძალების დროშები, საქართველოს მუნიციპალური სიმბოლოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი და დროშა და ასევე, აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის გერბის და დროშის პროექტი.

Facebook Comments
x

Check Also

“ერთი დრო არავის შერჩენია, ჭირი თავად არ მალავს თავს…”

არჩილ გამზარდია -ერთი დრო არავის შერჩენია. წინა ხელისუფლებასაც არ შერჩა გამოხატვის თავისუფლების ჩაქრობა, არც მიმდინარეს ...