You are here
ქალთა საბჭოს  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა მთავარი საზოგადოება 

ქალთა საბჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

“ქალთა საბჭოს საქმიანობის ტრადიცია საქართველოში” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოსცა.

სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების ინიციატორები აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე და ქალთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან გაბრუაშვილი იყვნენ. ბარათის შედგენაში მონაწილეობდნენ ლიანა ღუდუშაური, ლუარა ჭანტურია, ლია მელიქიშვილი, თინათინ სადუნიშვილი, ნანა გელაშვილი.

საქართველოში ქალთა საბჭოს საქმიანობის ისტორია 1921 წელს იღებს სათავეს. საქართველოს ქალთა საბჭო 1995 წლიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი, სახალხო ორგანიზაციაა. 2014 წლიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ 10 ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლობები. საქმიანობა წარმოებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რეგიონალური ქალთა საბჭოების დახმარებით. საბჭო, მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს 16 სხვადასხვა ეროვნების კომიტეტთან. დღეისათვის ორგანიზაციაში 3 000-ზე მეტი ქალია გაერთიანებული.

Comments

comments

Related posts