You are here
„ერთადერთი, რის გამოც ოცნება ინარჩუნებს ერთიანობას, ბიძინა ფულია…“ მთავარი პოლიტიკა 

„ერთადერთი, რის გამოც ოცნება ინარჩუნებს ერთიანობას, ბიძინა ფულია…“

“პოლიტიკური სვლა ე.წ. ძველების მხრიდან,” – ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი მოსამართლეების საკითხზე დაწყებულ განხეთქილებას, რომელსაც საბოლოოდ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების  მწვავე განცხადებები მოჰყვა.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ერთი მხრივ, ეს  ნაბიჯი ეკა ბესელიას მხრიდან პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ ე.წ. ძველების გუნდს აქვს მორალური ნაწილიც.

„ეკა ბესელია მოიქცა, როგორც პოლიტიკოსი და საბაბად გამოიყენა ეს პროცესი. ფაქტობრივად, გარდაუვალი იყო ეს პროცესი არჩევნების შემდეგ და ყველასთვის გასაგები გახდა, საით მიდიოდა ყველაფერი და მან დასწრებაზე ითამაშა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას წასვლა ქართულ ოცნებასაუცილებლად დაეტყობა, რადგან მისნაირად მოაზროვნე შესაძლოა, ოცნების დიდი ნაწილი აღმოჩნდეს.

„რეალურად ქართულ ოცნებაში 80% არის ბესელია. ბესელიასნაირად მოაზროვნე და შინაგანი პროტესტი აქვს 80%-ს. ყველას აქვს სხვადასხვა მიზეზი – ზოგი ხვდება, რომ გემი იძირება და უკვე დროა, რომ ამ გემიდან გაიქცნენ. ყველას სხვადსხვა მოტივაცია აქვს. გასაგებია, რომ მორალურ ფასეულობებზე ბევრი, სამწუხაროდ, არ ფიქრობს. ეს ბაბილონის გოდოლი ახლა ნგრევის პროცესშია,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტი აცხადებს, რომ ქართული ოცნება რეალურად ნაციონალური მოძრაობისსამართალმემკვიდრეა მანკიერებაში. მისივე თქმით, ერთადერთი, რის გამოც ქართული ოცნება ინარჩუნებს დღეს ერთიანობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ფული.

წყარო: რუსთავი 2

Comments

comments

Related posts