Home » თქვენი სათქმელი » “რამდენიც არ უნდა მლანძღოთ ფარისევლებმა, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი…”

“რამდენიც არ უნდა მლანძღოთ ფარისევლებმა, ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი…”

რუბრიკა

თქვენი სათქმლი

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-“სირაქლემების” საზოგადოება გარდაუვლად ნადგურდება. თუ ოდნავი პრეტენზია მაინც გვაქვს უკეთეს მომავალზე, მაშინ თამამად უნდა ვისაუბროთ პრობლემებზე და ვამხილოთ ყველა სიმახინჯე, რომელიც არა მარტო ხორცს, არამედ სულსაც გვინადგურებს.

რამდენიც არ უნდა მლანძღოთ ფარისევლებმა და კერპთაყვანისმცემლებმა ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. ვიტყვი იმიტომ, რომ თქვენგან განსხვავებით მართლა მაწუხებს ჩემი ქვეყნის ბედი და ვერ ვეგუები ტოტალური ლპობის პროცესს.

ეკლესია და სარწმუნოება საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ვადასტურებ, რომ სულიერი საზრდო აუცილებელი საღი და სავსე ცხოვრებისთვის. ხოლო როდესაც ვხედავ, რომ ეს საზრდო უკვე წამლავს, ვერ გავჩუმდები. ლპობისა და ღრწნის პროცესმა ისეთ უპრეცენდენტო დონეს მიაღწია, რომ საპატრიარქოში უზარმაზარი სიბინძურე დაგროვდა. რომელიც აღარ ეტევა გალავნის საზღვრებში და უკვე მთელ საზოგადოებაში გადმოედინება. ამისათვის კი პასუხისმგებლობა პირადად ილია მეორეს ეკისრება, როგორც უპირველეს მღვდელმტავარს და ამ ინსტიტუციის თვითმმართველს. არ მივიღებ იმ აფსურდულ არგუმენტებს, რომ პატრიარქმა არაფერი იცის. რომ, პატრიარქს უმალავენ. რომ, საპატრიარქოს სხვა, ბნელი ძალები მართავენ, რამე თუ ილიას ჯანმრთელობა აღარ უწყობს ხელს.

არა ბატონებო, უბედურება ერთბაშად არ მოდის. ყველაფერს განაპირობებს ის გარემო, რომელიც ქართულ ეკლესიაში ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა წლების მანძილზე და ამისი მტავარი შემოქმედი ზუსტადაც, რომ ილია მეორეა. რაზე ვსაუბრობთ თუ ხვდებით? არნახული, ყოვლად უპრეცენდენტო ფაქტის წინაშე ვდგავართ: ლპობამ უკვე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ილიასა და ივანიშვილს პირადი პატიმრები ჰყავთ და საპატრიარქოს წინ საპროტესტო აქციები იმართება.

იქნებ შემახსენოთ: მომხდარა კი ასეთი ფაქტი რომელიმე სხვა ქვეყანაში ოდესმე? იქნებ გაიხსენოთ მთელი ისტორიის მანძილზე, როდესაც ერის სულიერი მამის წინააღმდეგ ლეგიტიმური საპროტესტო აქციები გამართულიყოს? ჩვენ ხომ ის ერი ვართ რომლებსაც არამც თუ პატრიარქის, მეფის წინააღმდეგაც კი არ გაგვილაშქრია. დღეს კი საპატრიარქო და წმინდა ტახტი ლეგიტიმური პროტესტის ობიექტია.

სადამდე მიიყვანეს ილიამ და ბიძინა ლპობის პროცესი თუ აცნობიერებთ? სახელმწიფოს შენების ნაცვლად ჩინოვნიკები და მღვდლები სასახლეებს იშენებენ. უპოვართა მიმართ მოწყალების გაღების ნაცვლად ბენტლებს და მაიბაჰებს ყიდულობენ. აღსარებისა და ზიარების უფლებასაც კი ართმევენ ადამიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კეთილდღეობას საფრთხე არ დაემუქროს. სიმართლის მთქმელებს სდევნიან, როგორც ერში ასევე ბერში.

დალპა და გაიხრწნა ყველაფერი!

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება და პასუხობს

სახელმწიფო აუდიტის კრიტიკულ დასკვნას, სადაც წერია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში, მოსამსახურეებს დროებითი საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს ...