You are here
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტი არ იქნება ჩართული… მთავარი პოლიტიკა 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტი არ იქნება ჩართული…

კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების შემდეგ  ახალი კონსტიტუცია მოითხოვს, რომ ის ახლიდან შეიქმნას, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დაერქმევა. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტრები, სუს-ისა და დაზვერვის სამსახურის უფროსები, ასევე თავდაცვის ძალების ხელმღვანელი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება. ეროვნული უსაფრთოხების საბჭო უშიშროების და კრიზისების საბჭოს გააერთიანებს და ის პრემიერის დაქვემდებარებაში იქნება.

როგორც ცნობილი ხდება, პრემიერის დაქვემდებარებაში მოქცეულ უწყებაში არ არის მოაზრებული  საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ უსაფრთხოების ახალ საბჭოში წევრი ვერ იქნება. თუმცა ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ვინაიდან პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, მან უნდა შეძლოს კონსტიტუციურად მინიჭებული უფლების განხორციელება.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, უნდა მოიძებნოს კანონიერი გზა, რომლითაც პრეზიდენტი ამ ფორმატში მონაწილეობას შეძლებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, მასში პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს ახალ უწყებას, თუმცა საბჭოს შექმნის გარშემო უკვე უამრავი კითხვაა. ოპოზიციის წევრები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ. საპარლამენტო უმცირესობა კი სვამს კითხვას – საბჭოს მუშაობაში რატომ არ იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი?

Comments

comments

Related posts