You are here
ილიაუნის სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენა მთავარი საზოგადოება 

ილიაუნის სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენა

ილიას სახელმწიფო უნივერტიტეტის სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენა.  მათ უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყეს.

ისინი გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნებას და ბიზნესსკოლისთვის ძველი სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.

ქადაგიძის  განცხადებით, ეს არის ჯანსაღი პროცესი, რომელიც სტუდენტებმა დაიწყეს და აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.

ამის შემდეგ სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას შეხვდნენ. შეხვედრა ხმაურიანი დისკუსიის ფონზე მიდინარეობდა, სადაც შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სტუდენტების ინფორმაციით, გიგა ზედანია მათ დაჰპირდა, რომ დღეს შეიკრიბება აკადემიური საბჭო, რომელიც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმსჯელებს. სტუდენტები აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ზედანიას გადადგომას მოითხოვენ.

Comments

comments

Related posts