Home » მთავარი » თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

გერმანიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრს ესტუმრა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება.

კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება.

დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ რამდენი და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს, ამის შესახებ კვლევას კომპანია „სისტრა“ აწარმოებს. მისივე თქმით, სწორედ კვლევის შედეგად გამოვლინდა თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროება.

თბილისის მერი, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, საიდანაც თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა. საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.

Facebook Comments
x

Check Also

“თუ ხელისუფლებისთვის მაჟორიტარი ასე მნიშვნელოვანია, რატომ წაართვა დუშეთს არჩევის შესაძლებლობა?!.”

დუშეთის საკრებულოს წევრი მერი ფოლოდაშვილი საკრებულოს სხდომებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება მანამ, სანამ ქუჩაში ადამიანები ...